ახალი ამბები
სოხუმში რუსეთიდან ახალი კურატორი სერგეი კირიენკო ჩავიდა - მედია
სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა.
კირიენკო უკვე შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვალერი ბგანბას. ამავე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი.

"ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე, 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.

2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორია" ალექსანდრ ნოვაკი; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. მასში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას:

„პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი - ბადრა გუნბა;

აფხაზეთის ყოფილი „სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში“ - ოლეგ ბარციცი;

ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი- ადგურ არძინბა;

„კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა ;

კომერციული „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე - ადგურ ხურხუმალი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.