ახალი ამბები
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 66 - ე დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 66 - ე დღეა, რაც მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ და პროევროპულ აქციას მართავენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

პროტესტს აგრძელებს ზუგდიდის აქციების მედროშე, შალვა ესართია, რომელიც 30 იანვარს დააკავეს. მისი თქმით, ის 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლეს. აქტივისტი ამბობს, რომ მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174- ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც ნიღბის ტარებას პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


გამომსვლელებმა და შეკრებილებმა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზია ამაღლობელის მიმართ. აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ეჭირათ, ნობელიანტი მწერლის მარია რესას წიგნი: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი", რომლის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდში. სწორედ ეს წიგნი ეჭირა სასამართლოზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 21- ე დღეა შიმშილობს პატიმრობაში.


მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.