ახალი ამბები
სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.  

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტილებს შორის 19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და 14 - „ძლიერი საქართველოს“.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სადაო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოქალაქეების შანტაჟს, რა თქვა უნდა ყოველთვის მიიღებს სამართლიან კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე".

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.  


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
24 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.
24 / მარტი 2025
რუსეთის ფედერაციამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში ოკუპირებული აფხაზეთიდან კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა - სააგენტო „აიაშარას“ რედაქტორი ნიზფა არშბა და გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი, იზიდა ჭანია.
24 / მარტი 2025
ფოთის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების შესასყიდად 77 285 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვედზე ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
20 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.