ახალი ამბები
მესტიის მერიის ბალანსზე არსებული 8 ავტომობილის შეკეთებისთვის 170 000 ლარი დაიხარჯება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ ბალანსზე რიცხული რვა ავტომობილის შეკეთებისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 547 463ლარით განისაზღვრება.

კერძოდ, საუბარია ორი ტოიოტა „ჰაილუქსის“ (2013), ორი ტოიოტა ლენდ კრუიზერ „პრადოს“, ლექსუს „GX470“, ორი ტოიოტა ლენდ კრუიზერ-105-ს და მიცუბიშის პიკაპის ტიპის ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე.

შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.

ტენდერში პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 16-19 თებერვალს შეეძლებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.