ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.

კერძოდ, საკითხი ეხებოდა 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის, 5 368 300 ლარის, 2025 წლის ბიუჯეტში ასახვას, რასაც „საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს, ხოლო ფრაქცია „ახალის“ წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ცვლილების მხარდამჭერებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში არსებული ვალდებულებები, არ უნდა შეფერხდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ტექნიკურ და სამართლებრივად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. „ახალის“ წევრების თქმით, მერიის წარმომადგენლების განმარტება, თუ რატომ დარჩა აუთვისებელი თანხა ბიუჯეტში, სხდომაზე არ იყო დასაბუთებულად წარმოდგენილი.

ცნობისთვის, აღნიშნული საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა 5 თებერვალსაც განიხილეს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს სხდომას წინ უსწრებდა, ცალკეულ მედიასაშუალებებში ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ოპოზიციური საკრებულო უკვე მერამდენე დღეა, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, მნიშვნელოვან ფინანსურ ტრანზაქციებს აფერხებს“. პასუხად, წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე თქვეს, რომ მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვეს, თუ რა მიზეზებით ვერ მოხერხდა ბიუჯეტის ათვისება, რის შესახებაც, მათი განმარტებით, დოკუმენტაცია არ მიუღიათ.

ინფორმაციისთვის, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების", "ახალის" და "საქართველოსთვის" წევრებმა დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმაც წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოჰყვა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასახვის საკითხის განხილვას (ფოტო)

ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს - ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებები

ენმ - ში აცხადებენ, რომ პარტიას არ წარმოადგენენ მათი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი

ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო "ახალის" წევრები პარტიას ტოვებენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.