ახალი ამბები
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორს პოლიცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორსა და სამოქალაქო აქტივისტს როსტომ ზარანდიას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისი ვიდეო მასალა აქტივისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმი მას სახლში მიუტანეს.

რადიო „ათინათთან“ ზარანდია განმარტავს, რომ მას გამოძიება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობაზე "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სტენსილის მიხატვას ედავება.

„მათ საპროტესტო მესიჯების ეშინიათ და ახლა წინააღმდეგობის კონტექსტში, ცდილობენ, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ. სინამდვილეში, მათ იერსახე არ აწუხებთ, აწუხებთ ის, რომ მესიჯი მიდის ხალხთან და ხალხი უნდა იყოს სიბნელეში. ამათი დაკვეთაა გავიხლიჩოთ და ერთმანეთის არ გვესმოდეს, გაგვთიშონ და ერთმანეთთან არ გვალაპარაკონ. ისინი ცდილობენ, რომ დაგვაპირისპირონ. სასამართლო უნდა ჩაინიშნოს და მან უნდა გადაწყვიტოს რამდენი ლარით უნდა დავჯარიმდე. მე კანონდამრღვევი არ ვარ, არ ვამახინჯებ იერსახეს. ისინი ამახინჯებენ, მე ვხატავ, ხოლო ისინი გადაღებავენ ხოლმე შავად ნახატებს“, - ამბობს ის.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს, თუმცა, როგორც ამბობს, ცალკეული მოსამართლე თუ გაბედავს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, მიესალმება.

ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.