ახალი ამბები
აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების გაცემა არჩევნების დასრულებამდე შეჩერებულია, - ბგანბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ოთხშაბათს, 19 თებერვალს, ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, 18 წლის და უფროსი ასაკის “აფხაზეთის მოქალაქეების” პასპორტების გაცემისა და რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, წერს „აფსნიპრესი“.
მანამდე, 18 თებერვალს, ბგანბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსი დიმიტრი კუჩუბერია, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია.

“პრეზიდენტობის” კანდიდატმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო სუსი - ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება „ხელისუფლებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების დარღვევად და “საპრეზიდენტო” არჩევნების მეორე ტურის ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

თავის მხრივ, „პრეზიდენტობის“ ოპოზიციურმა კანდიდატმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ სოხუმში იმყოფება რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი, „აფხაზეთის მოქალაქეობის გარეშე“ და ძალოვან სტრუქტურებს მათი რესპუბლიკიდან გაძევება მოსთხოვა.

19 თებერვალს, ბგანბამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მებრძოლ აფხაზ მოხალისეებს აფხაზეთში შესვლა ეკრძალებათ. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ მებრძოლთა რაზმის მეთაურზე ახრა ავიძბაზე თავდასხმის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართება, მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

ვადამდელი "საპრეზიდენტო" არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში 15 თებერვალს გაიმართა, მასში კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.