ახალი ამბები
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე, მათ შორის ტერორიზმის მუხლით აღძრა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ საქმე აღიძრა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევებისა და დანაშაულის ფაქტებზე, რომლებსაც ასევე აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა”. 

1 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერს მხარს და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის, ასევე მიუსერას პოსტზე ორმხრივი სროლის შესახებ. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ასევე განაცხადეს, რომ ისინი იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს „აფხაზი, სომეხი და რუსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეების მუქარის ფაქტზე, რომლებიც ასევე არიან აფხაზეთის მოქალაქეები“.

სვეტლანა პეტრენკოს თქმით, "გამოძიებაში სერიოზული ძვრებია".

„ეხო კავკაზას“ თანახმად, მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ტელეგრამის არხზე სააგენტოს წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს კიდევ ერთი კომენტარი გამოქვეყნდა:

„იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირი. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება“.

აფხაზური ტელეგრამის არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავია.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა. კერძოდ, მოსკოვმა აფხაზურ მხარეს გადასცა სასკოლო ავტობუსები; გუნბამ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის ეკონომიკის მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერთან ტატიანა გოლიკოვასთან; რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მიხეილ მურაშკო ჩავიდა აფხაზეთში; სოხუმში ჩავიდა „გამარჯვების მატარებელი“ და ასევე ელექტრომატარებელი - „ლასტოჩკა“ რუსული სირიუსიდან; რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური თვითმფრინავი ილ-76 ჩაფრინდა სოხუმის აეროპორტში, მას მძიმე პაციენტები უნდა გადაიყვანა მოსკოვში, თუმცა გამოცემის ტანახმად, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის გაუმართაობის გამო. მანამდე, მოსკოვში გადანცხადეს, რომ რეგურალური რეისები აფხაზეთთან 1 მაისიდან განახლდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბა, ბადრა გუნბას მსგავსად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიციონერს ბრალს სდებდნენ „პროთურქულ“ და „ანტისომხურ“ პოზიციაში.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც არძინბას მხარდამჭერი ენვერ ბგანბა (რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის ძმისშვილია) თითქოს, „სომხებთან ურთიერთობის გარკვევისკენ“ მოუწოდებდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების რუსი მოქალაქეების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ფაქტზე“. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს იყო "მოწოდებები ძალადობისკენ სომეხი ერის წარმომადგენლების მიმართ".

არჩევნების მეორე ტურამდე, რუსეთის საგარეოო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მოსკოვი მოელის, რომ აფხაზეთში საარჩევნო ციკლის დასრულება, გამოიწვევს რესპუბლიკის სტაბილურობის გაძლიერებას".

ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.