ახალი ამბები
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ბათილად გამოაცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს, - ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მიიღებენ დადგენილებას და ბათილად გამოაცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
მისი თქმით, ამ საკითხთს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც განიხილავენ და შესაბამის განცხადებასაც გააკეთებენ. დისკუსიების მორიგი რაუნდი 4-5 მარტს გაიმართება.

„ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ - აღნიშნა მან.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო.

„რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ადრე რუსეთის „ფავორიტი“ კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს პრორუსული კანდიდატი. ეს არის უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს“, - ამბობს გამახარია.

ის მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია რეპრესიები, აფხაზი ოპოზიციონერის, ადგურ არძინბას მიმართ, რომელიც „საპრეზიდნეტო“ არჩევნების მეორე ტურში გავიდა, ბადრა გუნბასთან ერთად.

„... არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ - განაცხადა გამახარიამ.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა. 

მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბა, ბადრა გუნბას მსგავსად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდა, ოპოზიციონერს ბრალს სდებდნენ „პროთურქულ“ და „ანტისომხურ“ პოზიციაში.

1 მარტს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე, სროლა იყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2 მარტს გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს", რომელიც  უწყების განცხადების თანახმად,  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. 

მანამდე, 1 მარტს, უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს და არ აღიარებს "საპრეზიდენტო" არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში

ცნობისთვის, ყოფილი აფხაზი ლიდერი, ასლან ბჟანია "პრეზიდენტის" თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.