ახალი ამბები
არჩევნების დღეს, მილიციამ მანქანას ცეცხლი გაუხსნა, - აფხაზური ტელეგრამის არხები
ტელეგრამის არხმა „რესპუბლიკამ“ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 1 მარტს , გაგრაში, მიუსერას საგუშაგოზე მომხდარ სროლას ასახავს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კიუტის ბრძანებით, ცეცხლი გაუხსნეს მანქანებს, რის შედეგად, მძიმედ დაიჭრა ახალი ათონის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნურიკ სმირი.

1 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის, ასევე მიუსერას საგუშაგოზე ორმხრივი სროლის შესახებ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს შსს-ს თანამშრომლებმა მიუსერას საგუშაგო გადაკეტეს. შეჩერების მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო, თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს.ამავე ცნობით, ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 1 მარტს, აფხაზეთში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა. 

აფხაზური ტელეგრამის არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავია.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.