ახალი ამბები
„ადრე თუ გვიან, მეზობლებს მოუწევთ მიიღონ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - ბადრა გუნბა საქართველოზე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ბადრა გუნბა საქართველოს შესახებ ამბობს, რომ „ადრე თუ გვიან, მეზობლებს მოუწევთ მიიღონ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“.

ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო გამოცემა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა:

„ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ, გაიგონ და მიიღონ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – თქვა ბადრა გუნბამ.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა ბადრა გუნბამ, მან ხმების 54,73%, ხოლო ადგურ არძინბამ - 41,54% .

5 მარტს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინმა გუნბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს „კარგი“ უწოდა და „ორმაგი მოქალაქეობის“, ელექტრომომარაგების და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

„ჩვენ აღიარებული ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც მადლობლები ვართ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის, დმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევისა და, რასაკვირველია, რუსი ხალხის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობები გვქონდა რუსეთის სახელმწიფოსთან, რუს ხალხთან, ჩვენ ისტორიული, კულტურული კავშირები გვაკავშირებს, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო ურთიერთქმედების შენარჩუნება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხი ასევე შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან სწორედ რუსეთი გვიწევს მხარდაჭერას აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა გუნბამ.

ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პერსპექტივის საკითხსაც შეეხო. შესაბამის კითხვაზე პასუხისას, მან თქვა, რომ ხელშეკრულება „არსებული სახით“ არ მიიღება.

„თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩემთვის, როგორც პასუხისმგებელი პირისთვის, აუცილებელია ყური ვუგდო ჩვენი ხალხის აზრს. ჩემს რუს კოლეგებთან გამოვედი ინიციატივით, არ მივიღოთ ასეთი სახის გადაწყვეტილება ამ ფორმით და ჩვენი რუსი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და საინვესტიციო შეთანხმება ამ სახით, დანამდვილებით, აღარ იქნება“, - თქვა აფხაზმა პოლიტიკოსმა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება და უფასო ელექსტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.