ახალი ამბები
ბადრა გუნბას „ ინაუგურაციაზე“ სოხუმში რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესულას წარმომადგენლები ჩავლენ
ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული „პრეზიდენტის“ ბადრა გუნბას ინაუგურაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრება.

სტუმრების სიაში ასევე იქნებიან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელები და ნიკარაგუასა და ვენესუელას ელჩები იქნებიან, წერს გამოცემა „აიაირა“.

ცნობისთვის, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალარჩეული "პრეზიდენტის", ბადრა გუნბას ინაუგურაცია, 2 აპრილს, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.

5 მარტს პუტინმა გუნბა კრემლში მიიღო, ამასთან, აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.