ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, დოკუმენტების წარდგენა კი 30 აპრილის ჩათვლით გრძელდება - რესურსცენტრი
2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სასურველ სკოლაში განაცხადის წარდგენას გულისხმობდა, დასრულებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უთხრა.

მისივე თქმით, ამჟამად 1-ელ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პროცესი მიმდინარეობს და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ვინც დარეგისტრირება ვერ მოასწრო, მას შეუძლია 2025 წლის 22 მაისიდან 17 ივლისის ჩათვლით საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციაში მონაწილეობა.

მე-2 ეტაპი
, 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, არის რეგისტრაცია ბავშვებისთვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, ან მშობელია ამავე სკოლის თანამშრომელი, ასვე, თუ ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის იმავე სკოლის პირველ კლასში.

მე-3 ეტაპი, 22 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge - ზე იქნება შესაძლებელი, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.

მე-4 ეტაპი, 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, გულისხმობს დარჩენილ თავისუფალ, ასევე, წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაციას, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ბულიას თქმით, დეტალური ინფორმაცია მშობელს ან დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ გვერდზე ნახოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.