ახალი ამბები
აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკებას, - გუნბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა, რომ სოხუმის არ აპირებს თბილისთან „რესპუბლიკის სტატუსის“ საკითხზე მოლაპარაკებას და მისი „დამოუკიდებლობის“ განხილვას, წერს „აფსნიპრესი“.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა აღადგინა დამოუკიდებლობა და ამ გაგებით, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე მოლაპარაკების გეგმები. ისინი ამას უნდა შეეგუონ“, - თქვა მან.

ამასთან, გუნბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთი მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან“.

მისი თქმით, „ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ გაგება უნდა მოვიდეს“ და რომ ისინი, არ აპირებენ დაგეგმილი გზიდან გადახვევას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.