ახალი ამბები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 583.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.0%-ით შემცირდა და 1 728.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 76.2% შეადგინა. პარტნიორი სახელმწიფოების პირველ სამეულშია:

• რუსეთი - 18.7%
• თურქეთი - 13.7%
• ჩინეთი - 12.6%

„2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი)“, - აღნიშნულია მონაცემებში.

გარდა ამისა, საქსტატი კვლევაში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანების ჯგუფების წილზე საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში. მათი წილი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება:

• დსთ-ს ქვეყნები - 63.4%
• ევროკავშირის ქვეყნები - 12.5%
• დანარჩენი - 24.1


კვლევის მიხედვით, ქვეყნის მთლიან ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:

• სომხეთი - 13.8%
• აზერბაიჯანი - 13.5
• რუსეთი - 11.6%


მთლიან იმპორტში უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია:

• თურქეთი - 16.7%
• რუსეთი - 12.8%
• აშშ - 11.4%

ამავე ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%-ი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

უწყების ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო საქონელია:

• მსუბუქი ავტომობილები - 32.9%
• სპილენძის მადნები - 10.6%
• ღვინოები - 4.2%


უმსხვილესი საიმპორტო საქონელია:

• მსუბუქი ავტომობილები - 19.0%
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 7.1%
• სამკურნალო საშუალებები - 3.6%
• ნავთობის აირები - 3.4%

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პირველად საქართველოში, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, შეიქმნა პროსტატის დაავადებათა მკურნალობისა და აღდგენითი თერაპიის ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებს ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
ზუგდიდში პირველად პროფესორი ივა კუზანოვი ჩაატარებს პრეზენტაციას თემაზე - თანამედროვე პლასტიკური ოპერაციები 21-ე საუკუნეში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი, 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.