რეგიონი
ააიპ-ის თანამშრომლები, პოლიცია და სხვა - ვინ დაიცვა „დაბოქლომებისგან“ მერაბ ქვარაიას ბიურო
თითქმის ერთი საათის განმავლობაში იცავდნენ მერაბ ქვარაიას ბიუროს „დაბოქლომებისაგან“ სამართალდამცავები, მერიის ააიპ-ის თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, საკრებულოს ყოფილი და ამჟამინდელი წევრები. მათ აქციის მონაწილეებს ბიუროში შესვლის უფლება არ მისცეს და შენობის კარებთან განლაგდნენ.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ მერიის ააიპ-ებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან დასაქმებულები და ისინი იქ მხოლოდ პარტიული ნიშნით მოხვდნენ. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია. აქ დგანან ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომელიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. ისინი ახლა მერაბ ქვარაიას ბიუროს კი არ უნდა იცავდნენ, არამედ თავიანთ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ“, - თქვა საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, მერიის ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“ ერთ-ერთი თანამშრომელი მადლენა დანელია ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა მათ მუშაობაში ხელი შეუშალეს.

„აქ არ არის მხოლოდ მაჟორიტარის ბიურო. აქ სხვადასხვა სამსახურია განთავსებული. მაგალითად, ბიბლიოთეკაში ხელი შეგვეშალა მუშაობაში. აქ იმიტომ ვარ, რომ ამათი შიგნით შემოშვება არ არის საჭირო. დღეს უამრავი ბავშვი უნდა მოსულიყო, წიგნები უნდა გაეტანათ, სხვადასხვა კლუბებში უნდა ემუშავათ, მაგრამ ასეთ დროს რომელი ბავშვი შემოვა აქ“, - აღნიშნა მან.

"ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" თანამშრომლების აქციაზე ყოფნას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" ააიპ-ის თანამშრომლებს ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ურჩევენ და ასევე მოუწოდებენ თავი შეიკავონ ჰომოფობიური რეპლიკებისგან.

"მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები სამუშაო საათებში ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალოებას, დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში და შეუფერხებლად მიაწოდონ მოქალაქეებს ის სერვისი, რომელთაც მათი სამსახურები აწვდის მოსახლეობას. ლაივს ვუყურებდი და ისმოდა მათი მხრიდან ჰომობიური შინაარსის რეპლიკები, რაც ასევე დაუშვებელია", - ამბობს TI-ის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუა.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ააიპ თანაშრომლების რესურსის გამოყენებას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მათ სამუშაო უფლებამოსილება შეესრულებინათ, აქციის წარმომადგენლებს მაჟორიტარის ბიუროს შესასვლელთან მისვლას უზღუდავენ.

„დღეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთვის ბოქლომის დადება, თუმცა როგორც აღმოჩნდა შესასვლელი ჩაკეტეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა სრული უმრავლესობა იყო ააიპ „ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო უფლებამოსილების შესრულების ნაცვლად აქციის წარმომადგენლებს უზღუდავენ მაჟორიტარის ბიუროს შესასვლელთან მისვლას. მნიშვენელოვანია, რომ სამუშაო დროის პერიოდში აქციის ჩატარების მიზნით ან/და აქციის მონაწილეთა პროტესტის შეზღუდვის მიზნით არ მოხდეს ააიპ თანაშრომლების რესურსის გამოყენება”, - უთხრა რადიო „ათინათს“ საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აქციამ „ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ბლოკირება გამოიწვია და თანამშრომლები სწორედ ამის გამო მივიდნენ აქციაზე.

„ისინი დაინტერესდნენ, რა ხდებოდა მათი სამსახურის შესასვლელთან და სწორედ ამიტომ მივიდნენ იქ, სადაც აქციის ეს ფორმა დახვდათ. ჩვენ არ მოგვისმენია მათი მხრიდან რაიმე სახის ჰომოფობიური ან დისკრიმინაციული შინაარსის რეპლიკა, თუმცა თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, მერია ემიჯნება ასეთ განცხადებებს,“ - ამბობენ მერიაში.

დღეს, დილით ქალაქ ზუგდიდის (ლიკვიდირებული) მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, რომელიც სხვადასხვა სამსახურებთან ერთად ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ბიუროს კარებზე ბოქლომის დადება უნდოდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა და იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა, მათ შორის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა არ მისცეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ე.წ. დაბოქოლმების აქცია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში მამუკა მდინარაძის, გორში იოსებ მაკრახაძის, მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის და ქუთაისში დიმიტრი მხეიძის ბიუროებთან მოაწყვეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას.
05 / დეკემბერი 2024
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.