სტატია
დისტანციური სწავლება და ბარიერები სამეგრელო - ზემო სვანეთში (ფოტო)
კორონავირუსის პანდემიის გამო, სამეგრელო - ზემო სვანეთში მოსწავლეები, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სახლში რჩებიან და დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან გადასულები. ონლაინ გაკვეთილები მათ განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული პროგრამების Microsoft Teams - ის და Zoom -ის გამოყენებით უტარდებათ.

სწავლების ახალი მოდელის შესახებ რადიო „ათინათს“ მოსწავლეები, სტუდენტები და პედაგოგები გაესაუბრნენ.

ქართულ - ფრანგული სკოლის მე 11 კლასის მოსწავლეს ანანო შელიას სწავლების ახალ მეთოდზე გადასვლა არ გასჭირვებია. მას მოსწონს დისტანციური სწავლის პროცესი, დისკომფორტს მხოლოდ ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა უქმნის.

"ჩემთვის დისტანციური სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია, სახლში კომფორტულად ვარ, სასურველ გარემოში. მე პირადად ვიწყობ ისეთ სივრცეს, სადაც შემიძლია კარგად ვიგრძნო თავი. დისტანციური სწავლება ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთ ვიმეგობროთ ტექნოლოგიებთან, რაც ფრიად მნიშვნელოვანია მომავალი საქმიანობისთვის. ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა ძალიან რთულია, დაძაბული ვარ, გარშემო პანდემია მძვინვარებს, რთულია ამდენი ნეგატიური აზრის მოსმენა, თვითიზოლაცია არ არის მარტივი, მაგრამ დადებითი მხარეც აქვს, აღმოვაჩინე რომ საოცარი ნიჭი მაქვს კულინარიის. ამ თვალსაზრისით ვიტყოდი რომ ძალიან კარგია", - გვითხრა ანანომ.

პანდემიამდე, ის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში და მუდმივად გადაადგილდებოდა. აქედან გამომდინარე, სოციალური ინტერაქცია მოსწონს და ურჩევნია მასწავლებლებს და მოსწავლეებს საკლასო ოთახში ეკონტაქტოს.

ალტერნატიული სწავლების მეთოდს მალევე აუღო ალღო მესტიის მე - 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნინი კახბერიძემ, თუმცა, როგორც ამბობს, რეალური სკოლა და გაკვეთილები ურჩევნია დისტანციურ ურთიერთობას.

ნინის თქმით, მესტიაში ონლაინ გაკვეთილების პროცესში ძირითად პრობლემას ინტერნეტის დაბალი სიჩქარე წარმოადგენს.

"სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების დახმარებით ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ პროგრამას. იმის გამო, რომ მაქვს სმარტფონი, ლეპტოპიც და სახლში გვაქვს საკაბელო ინტერნეტი, ასევე სკოლაშიც ძალიან ხშირად ვმუშაობდით ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგანში, არ გამჭირვებია ონლაინ სწავლება. განსაკუთრებით დაგვეხმარა ის გამოცდილება რაც მიღებული გვაქვს ACC- კურსის (ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა), სადაც ჩართული ვიყავით და ვიყენებდით სხვადასხვა ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, მაგრამ ჩვენს რეგიონში მოსახლეობის 80%-ს არ აქვს საკაბელო ინტერნეტი, ასეთ მოსწავლებს უწევთ ტელეფონის ინტერნეტით მუშაობა, რაც ძალიან ძვირი უჯდებათ’’, - გვითხრა მან.

ნინის თქმით, თვითიზოლაცია განსაკუთრებით რთული მოსწავლეებსთვის აღმოჩნდა, რადგან წლის ბოლოს დაგეგმილი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებება, პროექტი და სპორტული შეჯიბრება კორონავიურისოს გამო გაუქმდა.

ახლა ის მეტ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან, კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას და ფიქრობს, რომ ინტერნეტის მეშვეობით ცოდნის გაღრმავებას და უნივერსიტეტისთვის მომზადებას შეძლებს.

ნინი კაჭარავა აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის ინფორმირებულია ონლაინ გაკვეთილების გრაფიკის შესახებ და პროგრამაშიც დაწესებულ დროს, 12 საათზე შედის. როგორც ამბობს, ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას და ფილმების ყურებას ახერხებს.

"დიდი ხანია დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, "თიმსის" პროგრამით ვსარგებლობთ. დავალებებს გვაძლევს მასწავლებელი და ჩვენ ვუგზავნით მომზადებულ მასალას. ეს ამ მომენტისთვის მაქსიმუმია, რასაც ვაკეთებთ, ზოგჯერ პროგრამა "ჭედავს", არ გვესმის ერთმანეთის, თუმცა ვასწორებთ და ისევ ვაგრძელებთ კომუნიკაციას’’, - გვეუბნება ნინი კაჭარავა.

მისი თქმით, სწავლების ტრადიციული მეთოდი, პირდაპირი კომუნიკაციითა და საკლასო გაკვთილებით, მისთვის უფრო მოსახერხებელია, თუმცა იცის, რომ უსაფრთხოების გამო, საჭიროა სახლში ყოფნა და ეგუება შექმნილ სიტუაციას.

7 წლის ლაზარეს, რომელიც წალენჯიხაში ცხოვრობს, ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა გაუჭირდა, რადგანაც რაიონში ხარისხიანი ინტერნეტი მიუწვდომელია და მშობლებმა მისი პროგრამაში (Teams) დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

"ონლაინ სწავლამ დაგვტანჯა, Teams -ში არეგისტრირებს სკოლა, პაროლს მოსწავლეს უგზავნის. აპლიკაცია ჩამოტვირთო უნდა და პროგრამაში, როგორც კი შევალ, ჭედავს ან კავშირი წყდება. ჩვენ არ გვისარგებლია თიმსით, რადგან ვერ შევდივართ, ზოგი მოსწავლე საერთოდ დაიბლოკა. მესინჯერ ჯგუფი გავხსენით და ვწვალობთ. ძირითადად ვიდეოს ვუგზავნი მასწავლებლებს’’, - გვითხრა ლაზარეს დედამ, ნანა შანავამ.

წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლაში პროგრამის გამართვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ და სასწავლო პროცესი ფეისბუქის მესინჯერში ვიდეოების გაგზავნით შემოიფარგლება.

მარიამ თოლორდავა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ის სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ მშობლიურ სოფელ მუხურში დაბრუნდა და სწავლას ინტერნეტის მეშვეობით აგრძელებს.

"პირადად ჩემთვის, რადგან ინტერნეტით უზრუნველყოფილი ვარ, ონლაინ ლექციები არ წარმოადგენს არანაირ დაბრკოლებას, თუმცა არიან ისეთები, ვინც ვერ ახერხებს დასწრებას. ზოგს მიკროფონი არ უვარგა, რომ ჩაერთოს და იაქტიუროს, ზოგს ვიდეოთვალი. ლექტორებისთვისაც რთულია სტუდენტების გამოკითხვა, მაქსიმალურად ცდილებენ,რომ ინფორმაცია დეტალურად მოგვაწოდონ, თუმცა აუდიტორიაში მოსმენა მაინც განსხვავებულ შედეგს იძლევა. იმის გამო, რომ შუალედური გამოცდების ჩატარება მოცემულ სიტუაციაში ვერ ხერხდება, ფინალურის ქულები გაზარდეს და ფაქტობრივად ყველაფერი სტუდენტების მონდომებაზეა დამოკიდებული", - ყვება მარიამი.

სტუდენტი თვლის, რომ მიუხედავად გარკვეული დისკომფორტისა, დისტანციური სწალების მეთოდი მისთვის მისაღებია. ახლა ის ოჯახს სასოფლო - სამეურნეო საქმეებში ეხმარება, თავისუფალ დროს კი სპორტს უთმობს.

ბიოლოგიის პედაგოგი თეა შონია ოდიშის მეორე საჯარო სკოლაში და ზუგდიდში არსებულ ქართულ - ფრანგულ სკოლაში მუშაობს. ის ყოველ დღე 30 წუთიან გაკვეთილებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით ატარებს. მისი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში, უხარისხო ინტერნეტია. პედაგოგის თქმით, სპონტანურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა თავდაპირველად გაუჭირდათ, თუმცა მოკლე დროში პრობლემა დაძლიეს.

"კერძო სკოლაში უფრო ჩართულები არიან ბავშვები, პრეზენტაციებს აკეთებენ, ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან. საჯარო სკოლაში პრობლემაა, ბევრს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და ტელეგაკვეთილებს უყურებენ, შემდეგ ტელეგაკვეთილებს ვარჩევთ და განვიხილავთ’’, - გვითხრა თეა შონიამ.

ქართულ - ფრანგული სკოლის გაკვეთილების ფარგლებში, ის აქტიურად იყენებს ფეისბუქის ჯგუფებს და მესინჯერს მოსწავლეებთან ონლაინ ურთიერთობისთვის.

"მესინჯერში გვაქვს ჯგუფი და არასაგაკვეთილო პერიოდში ხშირად ვურთიერთობთ, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. თუ რამე საინტერესო სტატია ან ფილმი ვნახე, აუცილებლად ვუზიარებ და მერე ვარჩევთ", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბიოლოგიის მასწავლებელმა.

ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია გვეუბნება, რომ ქალაქში ყველა პედაგოგი მზად არის ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად. ის ამბობს, რომ ტელესკოლა ერთ - ერთი ალტერნატივაა იმ ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან.

"ჩვენ რეკომენდაციები მივეცით მასწავლებლებს, რომ ნებისმიერი ფორმით დაუკავშირდნენ ბავშვებს ტელეფონით, ინტერნეტით და უკუკავშირი მიიღონ სხვადასხვა საშუალებით. მასწავლებლებისთვის უფრო შრომატევადია ეს პროცესი, კომპიუტერთან ჯდომა და გაკვეთილების ჩატარება, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, ძალიან კარგად აუღეს ალღო და კარგად მიყვებიან. ზუგდიდში შედარებით უკეთესი სიტუაცია გავქვს ამ მხრივ, ინტერნეტით უფრო განებრივებულები ვართ, ვიდრე სხვაგან", - გვითხრა კახა ფარცვანიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს, ზუგდიდში კი 26 მარტს დადასტურდა.

პანდემიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს სკოლებში სწავლა 2 მარტს შეწყდა და რეალური სასწავლო პროცესი დისტანციური სასწავლო კურსით ჩანაცვლდა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, "ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება.
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აფხაზეთში გასული 24 საათის განმავლობაში 222 პირის ანალიზი გაიტესტა და კორონოვირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოპერატიულ შტაბზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 226 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / აგვისტო 2020
გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" იქნება.
03 / აგვისტო 2020
ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია იქნება. ამის შესახებ მან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას თქვა.
03 / აგვისტო 2020
მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მაშველები და ახლობლები მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.