სენაკის საკრებულო 17 ივნისის მოლოდინშია. სწორედ ეს არის ბოლო თარიღი, რა დრომდეც დეპუტატებმა სხდომაზე კვორუმი უნდა შეკრიბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მომავალი წლის გაზაფხულზე სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ბოტანიკურ ბაღში საქართველოს მოქალაქეებისთვის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით მერიას თემის განხილვის რეკომენდაცია მისცეს.
"ყველაფერი იწყება დილის 5 საათიდან. მოდიან მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები, არის ხმამაღალი საუბარი, ბილწსიტყვაობა, ჩხუბი, ცხვირ-პირის მტვრევა, ყვირილი ბოლო ხმაზე,
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში სხვა დღეებთან შედარებით სააღდგომოდ მეტი ხალხი დადის, თუმცა, წინა წლების გათვალისწინებით, მყიდველების რაოდენობა შემცირებულია.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ მიიღონ უფასო სამედიცინო დახმარება საქართველოში, რჩება ერთ-ერთ იშვიათ წარმატებულ პროექტად ნდობის აღდგენის საქმეში.
სოხუმში ცხარე კამათი მოჰყვა კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის მიერ წარდგენილი სასტუმრო კომპლექსის "მოსკვა რეზორტის" პრეზენტაციას.
საუკუნოვანი პაუზის შემდეგ დადიანების სასახლეების ტერიტორიაზე აღდგება ევროპული მეჯლისის ტრადიცია. ამ ტრადიციის ფარგლებში სასახლის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური
21-ე საარჩევნო უბანზე ენმ-ის მიერ მოპოვებული ბლოკნოტი, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, "ქართული ოცნების" აგიტატორს ეკუთვნოდა, რადიო "ათინათს" ჩაუვარდა ხელში. გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული ბლოკნოტიდან.
კვლევის მიხედვით, საქართველოში 18-25 წლის 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს - ეს არის მოსახლეობის 9% და ამომრჩეველთა 12%. ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არსებით გავლენა მოახდინონ.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე ჟენევის დისკუსიები ერთადერთი ფორმატია, სადაც საქართველოს წინაშე არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებაზე მსჯელობენ.
ყოველწლიურად 29 მაისს, გაეროს ინიციატივით, მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2020 წელს ის მიეძღვნა თემას "ქალი მშვიდობისმყოფელები - მშვიდობის გასაღები".
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიის მორიგ სხდომაზე 8 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალი“ და "აჯიკა“ დაემატება. „საქპატენტში“ რეგისტრაციის პროცედურები ბოლო ეტაპზეა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს,რომ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე, რომელიც კალა-უშგულის გზას მოიცავს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.