სტატია
რა თანხა მიიღო ზუგდიდმა ბოტანიკური ბაღიდან 9 თვეში - დავა ბაღის გაფასიანებაზე გრძელდება
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლა ფასიანი გახდა, ბაღმა შემოსავლის სახით 129 596 ლარი მიიღო. მონაცემები, რომლებიც რადიო "ათინათმა" საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა, ასახავს პერიოდს 1-ლი თებერვლიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ერთჯერადი - 2 ლარიანი ბილეთი 31 049-ჯერ შეიძინეს, უცხოელებზე გათვლილი 5 ლარიანი ტარიფით კი 2 795 ბილეთი გაიყიდა. ამასთან, დაფიქსირდა ერთჯერადი სტუდენტური ტარიფით 13 059-ჯერ სარგებლობა. 1 ლარიანი ბილეთი 10-დან 18 წლამდე მოსწავლისთვის 19 342-ჯერ იყიდეს.

რაც შეეხება აბონემენტებს, მათი რაოდენობა ღირებულების მიხედვით ასე გადანაწილდა: 1 თვიანი ინდივიდუალური პაკეტი, რომლის ფასი 10 ლარია, 504-ჯერ გაფორმდა; 3-თვიანი ინდივიდუალური აბონემენტი (ფასი 25 ლარი) სულ 12-ჯერ გაიყიდა; 6-თვიანი (40 ლარიანი) პაკეტი სულ 6-ჯერ შეიძინეს.

1 წლიანი ინდივიდუალური აბონემენტი სულ 12-მა მოქალაქემ იყიდა, მისი ფასი 70 ლარია.

20 ლარიანი ე.წ მეგო-ბარათები (5 პირზე) - 39-ჯერ გაფორმდა; 35 ლარის ღირებულების იმავე ბარათისთვის, რომელიც 3 თვეზეა გათვლილი, 119-ჯერ გადაიხადეს. 

თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით ბოტანიკურ ბაღში ფოტოსესიის სერვისი მოქალაქეებმა სულ 147-ჯერ დაჯავშნეს და შესაბამისად, 50-50 ლარი გადაიხადეს. რაც შეეხება ნავის გაქირავებას, ამ მომსახურებით ბაღმა 2 500 ლარამდე თანხა გამოიმუშავა.

ყველაზე მეტი, 24 988 ლარის შემოსავალი ბოტანიკუმა ბაღმა ივლისში მიიღო, ყველაზე ნაკლები - 5 627 კი მარტში.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება შემოსული თანხა ბაღის გაფასიანებასთან დაკავშირებულ გათვლებს, ბოტანიკური ბაღის ააიპ-ის ხელმძღვანელი შალვა აგუმავა გვპასუხობს, რომ საკითხის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შედეგით უკმაყოფილო არ არის. 

"იმ ბიუჯეტში, რომელიც აქვს ყოველწლიურად ბოტანიკურს, არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები და მოხმარდება ბაღს ეს თანხა, იქნება ეს ტექნიკის რემონტი თუ ახალი მცენარეების შეძენა, განათებების რემონტი, გამხმარი ხეების მოჭრა და ა.შ. ბაღის განვითარება თუ გვინდა, ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი", - გვითხრა აგუმავამ.

ამასთან, ის გვეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი გამონახავს ბაღის საჭიროებებისთვის განკუთვნილ შესაბამის ფინანსურს რესურსს, ის ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ბოტანიკურით სარგებლობა უფასო იყოს.

ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია, რომელმაც მეგობრებთან და თანაქალაქელებთან ერთად ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული გადასახადი არაერთხელ გააპროტესტა, გვეუბნება, რომ ბაღის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო დანახარჯები და დაფინანსება, რომელსაც ააიპ-ის ყოველწლიურად იღებს, უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს. 

"70-მდე თანამშრომელი ჰყავს ბოტანიკურს, რომლებიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან იღებენ ხელფასს, რაშიც იხარჯება 850 000 ლარი. ეს სავსებით უნდა ჰყოფნიდეს იმას, რომ მოუარონ ბაღს. 11 მილიონიდან, რომელიც ბაღის რეაბილიტაციას მოხმარდა, სესხის თანხასაც ჩვენ არ ვიხდით? ფაქტობრივად, მოსახლეობა ორმაგად იხდის ბაღის ხარკს. რას ხმარდება თანხა რეალურად ან რას არ ჰყოფნის? ვის ჯიბეში მიდის ეს ათასები? ეს არის გაბერილი შტატი, რომელიც არჩევნებზე სჭირდებათ. ბოტანიკური ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება, ნადგურდება ჩვენს თვალწინ.  ზუდიდელი უნდა შედიოდეს ბაღში უფასოდ, ეს არის უპირობო", - თქვა ნიკა ლაშხია. 

ბოტანიკურში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან გახდა. ზუგდიდელების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, თუმცა მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მერიაში ბაღის გაფასიანების არგუმენტად მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი თანხების მობილიზება მოჰყავთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის წინ ბანერი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!" გამოფინეს

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი

ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით

"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა

მოლარეები კოვიდრეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 6 მოლარე მუშაობს - აუდიტი
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / სექტემბერი 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში.
22 / სექტემბერი 2023
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
22 / სექტემბერი 2023
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მესტიაში, პირველი იანვრის ღამეს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობასა და რამდენიმე სხვა დანაშაულს ედავენოდნენ, მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში გაამართლა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.