სტატია
GLC- ზუგდიდის განყოფილების კურსდამთავრებულები მაღალი გრანტებით სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოს სასწავლო ცენტრის ჯი-ელ-სის ზუგდიდის განყოფილების ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ორმა აბიტურიენტმა 100%-იანი, ერთმა კი 70%-იანი გრანტი მოიპოვა.

GLC- ზუგდიდის განყოფილების მოსწავლე ლევან ქობალია, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სწავლის გაგრძელებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე აპირებს. ის რადიო „ათინათს“ უყვება, რომ თავიდანვე ამ შედეგს ელოდა.

„ამ შედეგს ველოდი თავიდანვე, თუმცა ადრე,როდესაც სოციალურ ქსელში აბიტურიენტების ჯგუფში დაიპოსტა, რომ შეიძლება მომატებულიყო ან დაკლებულიყო მინიმალური ზღვარი, ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ დღეს, როდესაც ვნახე, რა თქმა უნდა,გამიხარდა“ - ამბობს ქობალია.

შეკითხვაზე, თუ რა არის საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, ქობალია გვპასუხობს, რომ მთავარი მონდომება და დისციპლინაა.ლევანმა ხაზი გაუსვა GLC- ზუგდიდის განყოფილებაში მიღებულ გამოცდილებას, რომელმაც მისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შედეგის მიღწევაში.

„სკოლა უფრო დისციპლინირებული მიმაჩნია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სწავლას და აქ მიღებული უნარები ძალიან დამეხმარნენ აბიტურიენტობისას. მინდა, მასწავლებლებს დიდი მადლობა გადავუხადო, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს შედეგში“, - ამბობს ის.

GLC - ზუგდიდის განყოფილების კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლეა ალექსი იზორია. მან 70%-იანი გრანტი მოიპოვა და ჩაირიცხა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ის მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამას ელოდა.

„როგორც კი შედეგები დაიდო,ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა 70%-იანი გრანტი“, - ამბობს იზორია.

„სწავლის გაგრძელებას ვაპირებ აქ, ზუგდიდში, მესხიას უნივერსიტეტში. რატომღაც გადავწყვიტე, რომ პირველი 2 წელი არ ავჩქარდე, არ გავიქცე და გამოცდელების უკეთ მიღების მიზნით მესხიას უნივერსიტეტში ვისწავლო ბიზნესის ადმინისტრიებაზე, რადგანაც მსურს მათემატიკის ცოდნა შევინარჩუნო“ -თქვა იზორიამ, როდესაც უნივერსიტეტის არჩევანზე დავუსვით შეკითხვა.

ახლა უკვე სტუდენტი ალექსი იზორია ამბობს, რომ VIIკლასიდან GLC- ზუგდიდის განყოფილების მოსწავლე იყო და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი წარმატებისა სწორედ ამ სივრცეში სწავლაა.

„აქ ვსწავლობდი მე-7 კლასიდან, რაც ძალიან დამეხმარა მაღალი ქულების მიღებაში. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ყველამ თავისი წვლილი შეიტანა ჩემს განათლებაში“, - დასძენს ჩვენი რესპონდენტი.

GLC- ზუგდიდის განყოფილების კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლეა რეზი ჭეჟია.ლევანისა და ალექსის თანაკლასელი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თუმცა რეზი სწავლას განაგრძობს ქ. მალბურგის (გერმანია)ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც ასევე წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები.




































Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2023
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ, სოხუმზე გავლენას არ მოახდენს.
26 / სექტემბერი 2023
მიმდინარე წლის აგვისტოში, სოციალური დანამატის პაკეტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 398 მესტიაში ცხოვრობს.
26 / სექტემბერი 2023
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ ცენტრალური ავტოსადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სხვა სადგურის გახსნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.