ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გამომსვლელებმა მიმართეს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება მსოფლიო ბავშვთა დღეს და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ „Абаза ТВ“- ს განუცხადა.
2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.