"მინდა მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები, იმიტომ, რომ რეალურად, უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება", - ასე მიმართა მრევლს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო წირვაზე.
უკრაინის ომი - ქვეყნის ახალი იმიჯი და საინფორმაციო სტრატეგია, ახალი მიდგომები და კომუნიკაცია მედიასთან, ჰიბრიდული ომი და დეზინფორმაცია - ქართული მედიის გამოწვევები და მიმდინარე პროცესების ფონზე მიღებული გამოცდილება.
54 წლის ქართველ მებრძოლს გელა გოგიას საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ. მისი ახლობლების ინფორმაციით, დღეს სენაკელი ჯარისკაცის პანაშვიდი ქალაქ დნეპრში,
შავი ზღვის რეგიონი, აქტორები და ინტერესები, უკრაინაში ომის ზეგავლენა შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ნატოს როლი ახალი გამოწვევების ფონზე; საქართველო-გეოპოლიტიკა, პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები, - ამ თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში "რაკურსი". გადაცემის სტუმარია - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი - სალომე კანდელაკი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.