საზოგადოება
პარლამენტმა შესაძლოა, ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიანიჭოს
ჯვრისწერისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტში ჯერ არ არის დარეგისტრირებული, თუმცა 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხაში უკვე ასახულია.

დოკუმენტის განმარტებით ნაწილშია ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობით საეკლესიო ქორწინებას-ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, იმ წყვილებს შორის, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალაქო უფლება-მოვალეობები არ წარმოიშობა თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხევაში მეორეს არ წარმოეშობა არანაირი ქონებრივი უფლება.

"პროცედურულ და ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც, რაც ასეთი ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს არასახარბიელო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია, ისეთი სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლითაც ჯვრისწერა წარმოშობს სათანადო სამართლებრივ შედეგებს. ამისთვის მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსი საპატრიარქოს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. ჯვრისწრის შედეგებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხევვაში იმ წყვილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც მომავალში პრიორიტეტს საეკლესიო წესით ქორწინებას მიანიჭებენ, კანონმდებლობით იქნება დაცული. გარდა ამისა, გამარტივდება დაქორწინებული წყვილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვებაც", - აღნიშნულია საკანონმდებლო ინიციატივაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.