საზოგადოება
DCFTA - ტრენინგები ბიზნეს ასოციაციებისთვის (ვიდეო)
ქუთაისში პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში ბიზნეს ასოციაციებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. 35-მა მონაწილემ ტრენერისგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მიიღო.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ბაზარი, თავისებურებები, სურსათის უვნებლობა და სავაჭრო პოლიტიკა.

„ტრენინგები უტარდება ბიზნესის დამხარე ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია მათ მიღებული ინფორმაცია გაავრცელონ თავიანთ წევრებში, გაიზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი გუდავაძემ.

ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვანცა მელაძის შეფასებით, სავარაუდოდ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ცნობადობა გაიზარდა, რადგან ჯგუფი სემინარებში აქტიურად იყო ჩართული.

„კითხვების ხარისხი არის საკმაოდ რელევანტური. ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას, ამ მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების და გამოწვევების შესახებ. ასევე, შევთავაზეთ საინტერესო ინსტრუმენტები ანალიტიკისთვის, გავაცანით, როგორ მეწარმეებს აქვთ შანსი, გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირში, კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ თავისუფალი სავაჭრო სივრციდან“, - დასძინა მელაძემ.

ტრენინგს დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი განმარტებით, მსგავის ტრენინგები მნიშვნელოვანია, რადგან DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ისინი ინფორმაციას ერთმანეთსაც უცვლიან.



„აღნიშნულ ტრენინგზე ვეცნობით ევროკავშირის მოთხოვნებს, სტანდარტებს, რომელსაც შემდეგ ჩვენს წევრ ფერმერებს, გადამამუშავებლებსა და ექსპორტიორებს გადავცემთ“, - თქვა ველური სოკოს შემგროვებელთა და მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა იოსებ კობახიძემ.

პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორის საბა მესხის ინფორმაციით, ანალოგიური ტრენინგში აღმოსავლე საქართველოში მომუშავე ასოციაციებისთვის ბორჯომში უკვე ჩატარდა და ეს ტრენინგების პირველი სერიაა.

„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია განვავითაროთ ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ დაეხმარონ მცირე ფერმერებს, რომ გაძლიერდნენ. ვგგევამთ ტრენინგებს რეგიონებში, რომელიც შეეხება ორგანიზაციული მართვის საკითხებს“, - აღნიშნა მესხმა.

ტრენინგებს ეკონომიკის სამინისტროდან, აისეტიდან და ექსპორტის განვითარების ასოციაციიდან მოწვეული ტრენერები ატარებდნენ. ისინი პროექტის „„სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. პროექტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია GFA, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ექსპორტის განვითარების ასოციაცია და ასოციაცია ,,ათინათი'') ახორციელებს და ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.