2 აპრილს,დღის მეორე ნახევარში რუსმა სამხედროებმა საქართველო-
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან,
სამი ქართველი მეთევზე დააკავეს.
როგორც,სოფელ შამგონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა შენგელია რადიო“ათინათს“ უცხადებს, გატაცებულების ოჯახის წევრებს ჯერ არავინ შეხმიანებია.
შეგახსენებთ,რომ სამივე დაკავებული ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრია:მამუკა ბერია,
სულხან და მურად წყაროზიები.
ისინი ,რუსმა სამხედროებმა სოფელ თაგილონის საზღვართან მაშინ გაიტაცეს,
როდესაც მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.
მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ.
დაკავებულები ,
ჯერ რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჰყავდათ,
გავრცელებული ინფორმაციით,კი მოგვიანებით ისინი გალის მილიციაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები