პოლიტიკა
რას მოხმარდება ამერიკის 63 მილიონიანი დახმარება
2017 წელს აშშ საქართველოს დახმარების სახით 63 მილიონ დოლარს გამოუყოფს. “Euronews.ge”აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული თანხა "საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას" დაეხმარება.

გამოცემის ცნობით, მრავალმილიონიანი დახმარება მიმართული იქნება "ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის". თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი სამოქალაქო პროგრამებისთვისაა განკუთვნილი.

2017 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მოცულობა კი არსებული 30-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება.

"ეს თანხა განკუთვნილია "საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელშესაწყობად, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობისგაწევასა და კოალიციის ოპერაციებში კონტრიბუციას. ის ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქართველოს სატრანსპორტო ვერტმფრენების ავიაციის შესაძლებლობების განახლება, თავდაცვის რეფორმა და საქართველოს სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზება", - წერს “Euronews.ge”.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.