პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი კორცხელის ინციდენტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო. 

ჟურნალისტებმა კითხვით მას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე მიმართეს.

კერძოდ, მარგველაშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით საქმე დაიწყო, თუმცა იგი ბოლომდე მიყვანილი არ არის. მედია კი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კვირიკაშვილს პირადად კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით.

"არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე. კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებულ პირებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით გირაო შეეფარდათ. ხუთ მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 7-7 ათასი ლარი, ხოლო ერთს- 10 ათასი ლარი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.