პოლიტიკა
ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მან აღნიშნა, რომ სურს რუსეთთან კავშირი განაახლოს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან ჩამოაგდო.

მოსკოვში გამგზავრებამდე, ერდოღანმა სააგენტო „ტასთან“ აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც ახალ დასაწყისს, ახალ ფურცელს ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ჩემი და ჩემი ხალხის მხრიდან მადლიერება გამოვხატო ვლადიმერ პუტინის მიმართ, მისი მხარდაჭერისთვის. თურქეთში მომხდარი ამბოხის მერე მან დაუყოვნებლივ დააფიქსირა, რომ ჩვენს გვერდით დგას. ევროპა საერთოდ არ გვიჭერს მხარს. მათგან არაფერი მიგვიღია მიუხედავად დანაპირებისა. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად. მწამს, რომ რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი ძალებით უნდა მოაგვარონ აღნიშნული კონფლიქტი“, - განაცხადა მან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
04 / ივნისი 2026
„ქართული სუფრა - აკადემიაა“, ამბობენ და ეს გამოთქმა განსაკუთრებით ნათლად იკვეთება მეგრული ტაბაკობის ტრადიციებში.
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.