პოლიტიკა
აფხაზეთში გატაცებული გენადი სანაია იპოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული გენადი სანაია გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა მის კვალს 23 ოქტომბერს მიაკვლიეს, თუმცა მედიამ ეს ინფორმაცია ახლა გაავრცელა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას აწარმოებს გატაცებასთან დაკავშირებული პირების ადგილსამყოფელის დასადგენად.

გენადი სანაია დაუდგენელმა პირებმა 24 ოქტომბერს გაიტაცეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 31 აგვისტოს აღიძრა. გაუჩინარებულის კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.

საქმე დე ფაქტო რასპუბლიკის გენერალური პროკურორმა პირად კონტროლზეა იყო აყვანილი.

1943 წელს დაბადებული გენადი სანაია ცხოვრობს სოხუმსა და მოსკოვში. ის ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას (დაიბადა ოჩამჩირეში, თამაშობდა, სოხუმის, თბილისის და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში) ვაჟია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.