რეგიონი
დაკავებული ზუგდიდელი მძღოლები დანაშაულს არ აღიარებენ (ვიდეო)
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დაკავებული მძღოლები, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებენ. მათი მტკიცებით, მძოლების დაკავებაში კონკრეტული პირების ინტერესებია.

„საერთოდ არ მინახავს ის ადამიანი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა. აუცილებლად გამოჩნდება, რას უკავშირდება ეს ყველაფერი.... არავითარი დანაშაული, მით უმეტეს, ჯგუფურად, არ ჩაგვიდენია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა კალისტრატე ეხვაიამ.



პროკურატურა სასამართლოსგან იმ ოთხი მძღოლისთვის, რომელსაც ბრალი ორი - იძულებისა და ხულიგნობის მუხლებით წარედგინა, აღმკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარის, ხოლო ერთისთვის, რომელსაც მხოლოდ იძულება ედება ბრალად, 3000 ლარიან გირაოს მოითხოვდა. ამასთან, პროკურორმა ილია ტორუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ის გირაოს გადახდამდე მათი გათავისუფლების წინააღმდეგი იყო.



ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატები: იოსებ ჯანაშია და იზა შანავა მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არა დამნაშავეები, არამედ შექმნილი სიტუაციის მსხვერპლები არიან.

„ის, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებული იყო, არის იმის ბრალი რომ ამ ადამიანების მოთხოვნებზე არ იყო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ისინი იხდიან გადასახადებს და მუშაობენ კანონიერად, განსხვავებით სხვა სადგურებისა, რომელთაც ლიცენზია არ აქვს. გასაგებია, რომ არ არის რეგულაციები, თუმცა მძღოლები საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რომლითაც აღნიშნული ქმედება უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა ჯანაშიამ.



წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 19 ივნისს დაგეგმა.



ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 5 მძღოლი დააკავეს. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც აქციებს ოთხი დღე მართავდნენ, გაფიცვა გუშინ შეწყვიტეს. ისინი ქალაქში მოქმედი სხვა კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დაკავებულ მძღოლებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.