სამართალი
სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, თავი მოიკლა. ამ ინფორმაციას სუს-ი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. სუს-ის განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,
პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.
კორონავირუსი
საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, აფხაზეთს 10 ათასი გადაეცა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ ცენტრებში ამ ეტაპზე 233 პაციენტი მკურნალობს. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / დეკემბერი 2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
02 / დეკემბერი 2020
საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, აფხაზეთს 10 ათასი გადაეცა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
02 / დეკემბერი 2020
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) სოხუმის ოფისმა 78 საოჯახო მეურნეობას (84 ოჯახი, მათ შორის 251 ბავშვი და 212 მოზრდილი) გადასცა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2020 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.