ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანის ტენდერი ისევ ოზურგეთის თავშესაფარმა მოიგო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ "ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა" მოიგო. აღნიშნული მომსახურებისთვის მერია 48 600 ლარს დახარჯავს. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ქალაქიდან 360 ძაღლი გაიყვანოს, მოგვიანებით კი ბუნებრივ არეალში დააბრუნოს. 

თავშესაფარში ცხოველები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დამუშავდნენ. ასევე, ძაღლებს სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდება. მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღს, ის ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს.

თავშესაფრის პროექტის მომზადება შპს "კოლოსმა", დაახლოებით, 2 წლის წინ დაასრულა. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.