გუბერნატორის ახალი მოადგილე: ეს არის ჩემი შანსი რეალური ცვლილებებისთვის (ვიდეო)
11:18 / 01.08.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ახალი პირველი მოადგილის დავით ფარცვანიას თქმით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის შანსია, რომ სამეგრელოს
რეგიონს გუნდთან ერთად სიკეთე მოუტანოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარცვანიამ მისი წარდგენის შემდეგ უთხრა. მან ნდობისთვის საქართველოს მთავრობასა და ალექსანდრე მოწერელიას მადლობა გადაუხადა.
„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ბევრ კერძო და სახელმწიფო უწყებაში მიმუშავია, ეს კი ჩემთვის შანსია და შესაძლებლობა, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონს მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება, გუნდთან ერთად, შევეცადო გავაუმჯობესო ვითარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რა იქნება პირველ რიგში, მისი პრიორიტეტი, ფარცვანიამ გვიპასუხა, რომ პრობლემებს დეტალურად უახლოეს დღეებში შეისწავლის.
„ბევრი პრობლემა ნაცნობია, უახლოეს დღეებში მათ დეტალურად და სიღრმისეულად შევისწავლი, ამის შემდეგ კი შემეძლება თამამად და ამომწურავად გაგცეთ პასუხი“, - გვითხრა რწმუნებულის პირველმა მოადგილემ.
პროფესიით სამართალმცოდნე დავით ფარცვანიას არაერთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში უმუშავია, მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სამსახური, ამავე სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“. ბოლოს ორი თვის განმავლობაში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშენებლო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ამავე თემაზე:
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები