რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ბოტანიკური ბაღის დატბორვაზე: ტყის მასივია და ბუნებრივია
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრმა პაატა ადამიამ ბოტანიკური ბაღის დატბორვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შეცდომა, სავარაუდოდ, პროექტირებისას არის დაშვებული. მისვე თქმით, მას დატბორილი ბაღი დღემდე არ ახსოვს და ეს შესაძლებელია ბილიკებზე ქვაფენილების დაგებამ გამოიწვია.

„დარღვეულია ის სადრენაჟო სისტემა, რომელიც დადიანების ბაღს ადრე ჰქონდა. აწეულია ბილიკები, რომელიც ასე არ იყო თავის დროზე და არც იყო გათვალისწინებული, როდესაც ის შენდებოდა. თუ ეს ასე გაგრძელდა და სასწრაფოდ არ გამოსწორდა დავკარგავთ ბაღის უნიკალურობას და ხე-მცენარეებს“, - მიიჩნევს ენმ-ს წევრი პაატა ადამია.

ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მამუკა წოწერია ამბობს, რომ დატბორილი ნაწილი ტყის მასივია და ჭარბი ნალექის გამო ბუნებრივია, რომ აქ წყალი ჩადგა.

„ამ თემაზე გვქონდა საუბარი მერიის წარმომადგენლებთან და თუ რამე შეიძლება დამატებით გაკეთდეს წყლის მოსაცილებლად, ეს ღონისძიება აუცილებლად გატარდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, იქ ხარვეზი არსად იკვეთება“, - თქვა წოწერიამ

ამ თემაზე საუბარი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ გააგრძელა და თქვა, რომ შექმნილი ვითარებით დაინტერესდნენ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლები და ისინი უკვე ზუგდიდში იმყოფებიან.

„ახლა, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, სპეციალისტები ბაღს ათვალიერებენ და აუცილებლად დაიგეგმება პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები“, - თქვა ჭეჟიამ.

ორდღიანი წვიმის შედეგად, ახლად რეაბილიტირებული ბაღის გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა.

ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მოხდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, "საქართველოს მუზეუმების ასოციაციის" მიერ მომზადდა.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კილომეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კორონავირუსი
მესტიაში შსს-ს 3 თანამშრომელს, მათ შორის მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მესტიაში
პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 500-მდე ნიმუშია
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / აგვისტო 2020
მესტიაში შსს-ს 3 თანამშრომელს, მათ შორის მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
11 / აგვისტო 2020
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მესტიაში
11 / აგვისტო 2020
პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 500-მდე ნიმუშია
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.