საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პირბადეების დარიგების ორგანიზატორები 15 000 ლარით დაჯარიმდნენ
21:52 / 26.03.2020
საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.
"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მოქალაქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ზემოაღნიშნული ნივთების მიღებას ცდილობდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები