ახალი ამბები
რუსეთიდან ზუგდიდში ჩამოსულ მამაკაცს კორონავირუსის მილევადი ფაზა აქვს - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, დაავადების მილევად ფაზაშია, რომლის პერიოდშიც ვირუსის გადადების რისკი მინიმალურია. ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. 

70 წლამდე მამაკაცი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა, საკარანტინო ზონიდან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 14 ივნისს გათავისუფლდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განმარტებით, კარანტინის დატოვებამდე მამაკაცს Covid 19-ზე პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო. გარდა ამისა, ოდიშარიას თქმით, მას სამძიმარი დისტანციურად, თვითიზოლაციის წესების დაცვით უნდა მიეღო.

მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე გუშინ სუსტად დადებითი იყო. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი ჰქონდა და არ იმყოფებოდა დაავადების მწვავე ფაზაში.

ამ ეტაპზე პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში გუშინ დაფიქსირებული კოვიდ19-ის ახალი შემთხვევის 7 კონტაქტი კარატნიში, ხოლო 22 - თვითიზოლაციაშია

რჩება შთაბეჭდილება, რომ პაციენტს გადატანილი აქვს კოვიდ19 - ნიკოლოზ ქარცივაძე ზუგდიდში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე

კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს სამძიმარი დისტანციურად უნდა მიეღო - ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 

ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ნათესავის სამძიმარზე იმყოფებოდა








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.