ახალი ამბები
ამ ეტაპზე ზუგდიდში კორონავირუსით 1056 ადამიანია ინფიცირებული
ზუგდიდის მასშტაბით კორონავირუსის მიმდინარე 1056 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების წარმომადგენლმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ცნობით, დაახლოებით, 700-მდე ადამიანი იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ოდიშარია ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზუგდიდში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 90-დან 100-მდე მერყეობს. გუშინ ვირუსი 136 პირს დაუდასტურდა.

"უნდა დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ის რეკომენდაციები, რაც ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება - ეს არის დისტანცია, პირბადის უპირობოდ ტარება დახურულ და ღია სივრცეებში, ჰიგიენა. უპირველესად კი რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ის საშუალება, რომელიც მოიტანს შედეგს და დაამარცხებს კოვიდს. გასულ კვირას ზუგდიდში 6 000-ზე მეტი ვაქცინა ჩატარდა. ზოგადად ეს კარგი მაჩვენებელია. ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. ყველა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რაც ნიშნავს, რომ არამარტო ავიცრათ, არამედ სხვებსაც მოვუწოდთ რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ", - ამბობს ნანა ოდიშარია. 

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ით კიდევ 412 ადამიანი დაინფიცირდა. რეგიონის 6 კოვიდცენტრში 443 პაციენტი მკურნალობს, მათგან 55 მძიმედაა. კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 2 პირი გარდაიცვალა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.