არჩევნები
ზვიად სიჭინავამ შესაძლოა სარეკლამო კომპანიას უჩივლოს (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ს მის მიმართ მიზანმიმართულ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სიჭინავას იურისტის კესო ჩხიკვაძის განმარტებით, კომპანია ამ დრომდე არ ცდილობს ის ზიანი გამოასწოროს, რომლის შედეგადაც სარეკლამო ბილბორდები, რომლებზეც მერობის კანდიდატის პოსტერები იყო განთავსებული, ჩამოყრილია.

დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კომპანია მათ პრობლემის აღმოფხვრას დაჰპირდა, თუმცა, ამ დრომდე პოსტერები ბილბორდებზე ისევ არ განთავსებულა.



„ჩვენ დადებული გვაქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 23 სექტემბერს უნდა განთავსებულიყო ბილბორდებზე პოსტერები. გარდა ამისა, თანხა უკვე ჩარიცხული გვაქვს. ჩვენ ვასრულებთ ხელშეკრულების პირობებს, მათგან განსხვავებით. ახლა საარჩევნო პერიოდია და გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ვინმეს ინტერესი იკვეთებოდეს, თუმცა, კონკრეტულად ვისი, არ ვიცით. გვეუბნებიან, რომ ხან რაღაც გაფუჭდა, ხან წვიმის გამო ვერ შეძლეს პოსტერის გაკვრა, თუმცა, ნაწვიმარი აშკარად არაა. თუ კომპანია დღეს წერილობით ახსნა-განმარტებას არ მოგვაწვდის, სასამართლოს მივმართავთ", - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „outdoor.ge-ში აცხადებენ, რომ ბილბორდებს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მათი აღდგენა, ჯერჯერობით, უამინდობის გამო ვერ მოხერხდა. კომპანიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ბილბორდებზე ზვიად სიჭინავას პოსტერებს, სავარაუდოდ, დღესვე განათავსებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით, აქცია 17:30 -ზე დაიწყება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
02 / მაისი 2024
1 მაისს, სოხუმის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა 46 წლამდე მოქალაქეს ქალაქის სანაპიროზე გაუხსნა ცეცხლი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.