Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/mzad-aris.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/mzad-aris.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/mzad-aris.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/mzad-aris.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
ახალი ამბები
ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გუშინ მიიღო. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, როდესაც დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებული განჩინება ჩაბარდება, ამის შემდეგ ჩამოყალიბდება, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ადვოკატის თქმით, მოსამართლეზე იმოქმედა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილმა საბრალდებო მუხლებმა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია საქმის პროკურორი. რაც შეეხება ბრალდებულებს, სასამართლო პროცესს ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დაესწრნენ, დათა ახალაია კი ძებნაში იმყოფება. ლევან ქარდავამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. 2006 წელს მომხდარ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოხდა, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილს და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 333-ე მუხლებით წარედგინა ბრალდება. 109-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. 333-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. საქმის მასალების მიხედვით ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა განხორციელდა, რომელსაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთი საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ, მეორე კი გიორგი მაზმიშვილმა განახორციელეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.