ახალი ამბები
დავით სერგეენკო - ახალ რეგულაციებზე გადასვლა მშვიდად მიმდინარეობს
ცვლილებები, რასაც ჭარბი სიფრთხილითაც კი ვხვდებოდით, აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში. ამ დროის მდგომარეობით ახალ რეგულაციებზე გადასვლა მიმდინარეობს მშვიდად. არც პოლიკლინიკებში, არც აფთიაქებში არ შეიმჩნევა რაიმე განსაკუთრებული პაციენტთა ნაკადი ან შეფერხებები, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და უკვე სამუშაო თვე იწყება. 37 პოლიკლინიკის მონაცემები გვაქვს ამ წუთისთვის. არსად აღინიშნება პაციენტებისთვის რაიმე დამატებითი ბარიერების შექმნა. ასე რომ, ეს ცვლილებები, რასაც, შეიძლება ითქვას, ჭარბი სიფრთხილითაც კი ვხვდებოდით, მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდად, გეგმაზომიერად და ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. დღეიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.