ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი შს და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს და იუსტიციის მინისტრებს დავალებით მიმართავს, იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და შს და იუსტიციის მინისტრებს შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა. "ჩვენ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულბით ვართ უკომპრომისო. მინდა დაგავალოთ ბატონ ჭიკაიძეს და ქალბატონ წულუკიანს, რომ სასწრაფოდ შეიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გაამკაცროთ იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ყველა ის მუხლი, რომელიც ამ წესებს არეგულირებს. ასევე მინდა მივმართო მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს სახლიდან უშვებენ დილით, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, არამედ ეს გვეხება ყველას და ამას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, ის უკვე გაეცნო შსს-ის მიერ მომზადებულ პრევენციულ ღონისძიებათა გეგმას. მისივე შეფასებით, ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.