ახალი ამბები
დღეიდან ურეცეპტოდ 781 მედიკამენტი გაიცემა
დღეიდან ურეცეპტოდ კიდევ 781 მედიკამენტი გაიცემა. როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა განუცხადა, ამ მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება ნაკლებად საფრთხის შემცველია. "გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდა განცხადება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში 700-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის გადანაცვლებასთან დაკავშირებით. დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი და შესაბამისად ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა სიას 781 დასახელების მედიკამენტი დაემატა. ამ ფარმაცევტულ პროდუქტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ანალგინის, ბარალგინის საინექციო ფორმები, ნოშპის საინექციო ფორმა, არასტერილური ანთების სამკურნალო საშუალებების საინექციო ფორმები, გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, თვალისა და გულის წვეთები და ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლის სარგებლისა და რისკის შედარების შედეგად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო მომხმარებლის ხელმისაწვდომობა სამკურნალო საშუალებებზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, იმ მედიკამენტებს შორის, რომელი მედიკამენტებიც მეორე და მესამე ჯგუფში გადავიდა არის კეტონალი, ვოლტარენი, დიკლოფენაკი, ნოვალისი, პაპავერინი, დიბაზოლი, ნოშპა, ეუფელინი, სულფოკამფოკაინი, ბეტასერკი (ტაბლეტები), ვიტამინები (ამპულები), ვიაგრა, ნოვოკაინი, ლიდოკაინი, ჰეპტრალი, სინტომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ლორინდენი A და C, პრედნიზოლონი, ზოვირაქსი, ანალგინი (ამპულები) და რინგერი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ჯგუფში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობამ, რომელიც რეცეპტით გაიცემა შეადგინა 5 307 დასახელება, ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობა კი 4 234-ია. დღეს დამატებული მედიკამენტების სრული ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.