ახალი ამბები
თბილისში ე.წ. ბოშების ბაზრობა დაიწვა
ე.წ.ბოშების ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიის გასხვისება იგეგმებოდა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ ე.წ. ბოშების ბაზრობა უნდა გასხვისებულიყო და იქ ტრაილერების ავტოსადგომი უნდა განთავსებულიყო. ერთ-ერთი ვერსიით კი, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ჰიპერმარკეტ "კარფურის" მშენებლობა იგეგმებოდა. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა უცნობია, თუმცა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ სასკოლო პერიოდიდან გამომდინარე, თითოეულ მათგანს ხუთიდან 50 ათას ლარამდე ღირებულების საქონელი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, გამყიდველების დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს, რის გადახდასაც ვერ მოახერხებენ. მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. მათი ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქონლის ნაწილის ფერფლიც კი არ ჩანს. დამწვარ ნივთებს შორის არ არის მეტალის საგნები, მათ შორის ჩანთების რკინები, რომლებიც, მოვაჭრეების თქმით, ხანძრის შემთხვევაშიც კი უნდა დარჩენილიყო. მათი ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე ღამის საათებში ელექტროენერგია ირთვება და აქედან გამომდინარე, მოვაჭრეები ელექტროენერგიის მიზეზით ხანძრის გამოწვევას გამორიცხავენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია. იგი დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარ ლადო ძნელაძესთან ერთად ბაზრობის დირექტორის კაბინეტში იმყოფება. გარე პერიმეტრზე კი მოვაჭრეები დგანან. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.