ახალი ამბები
გაერო-ში საქართველოს ელჩი - საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან
რაიმე ინტრიგას აქ არ უნდა ვეძებდეთ, საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ "მაესტროს ცხრიანში" იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გაერო-დან პრეზიდენტის სახელზე შეცდომით წერილის გამოგზავნას უკავშირდება. "რაიმე ინტრიგას აქ არ უნდა ვეძებდეთ, საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან. საქმე ისაა, რომ ის წერილი, რომელიც გამოიგზავნა გაერო-ს სამდივნოდან თებერვლის ბოლოს, არის შაბლონური წერილი, რომელიც გაიგზავნა 193 წევრ სახელმწიფოსთან, დამაკვირვებელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 200-ზე მეტი წერილი გაიგზავნა. ყველა წერილი შაბლონურია. ასეთ დროს ალბათ რაღაც დონეზე ქვევით, მოხდა ტექნიკური შეცდომა და გაიპარა ძველი სახელი, როდესაც copy-paste-ით რაღაცას აკეთებდნენ. გაერო-ს საქართველოს მხრიდან 2013 წელსვე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეცვლილია პრეზიდენტი. ამას ადასტურებს ისიც, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსალოცი წერილიც გამოუგზავნა პრეზიდენტს. მოვიდა ეს წერილი ჩვენთან მისიაში, მისიამ აცნობა სამდივნოს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, ამ ხარვეზის გამოსწორებას დასჭირდა დრო. გარკვეული ბიუროკრატიაა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. ეს არ ეხებოდა გენერალურ ასამბლეას და გენერალურ დებატებს, ეხებოდა ერთ კონკრეტულ ღონისძიებას. მოხდა ჩასწორება, გამოიგზავნა ახალი წერილი, იგივე თარიღით, რადგან აქ მიღებული წესია, რომ ყველა წერილი ერთი და იგივე თარიღით არის. შეცვალეს ადრესატი, დარჩა ტექსტი, დარჩა თარიღი. გამოიგზავნა ხელახლა მისიაში და მისიამ გადააგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში", - განმარტა იმნაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.