ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სოხუმის დაცემიდან 21 წლისთავთან დაკავშირებით , ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე "გმირთა სავანე" იმყოფებოდნენ. 
უწყების ინფორმაციით, მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას. 
"საქართველოს გმირები გვაძლევენ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ სამშობლოს, როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა. მათი მაგალითით უნდა გაიზარდოს ყველა მოქალაქე, რომ ჩვენს ერში ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის ნება იყოს ძალიან მაღალი. ისეთი გამოწვევებით სავსე გარემოა ჩვენთან, რომ სწორედ ყველა ქართველი, ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს, რომ თავის ქვეყანა ისე დაიცვას როგორც ამ ბიჭებმა დაიცვეს. ამიტომ, დღეს პატივი მივაგეთ 27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულ ყველა გმირს და სწორედ ჩვენი ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები მათი მაგალითით იზრდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქვეყანას დაჭირდება, ზუსტად ასე დაუდგებიან გვერდში", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.