ქვეყნის გაერთიანების 24 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში დღევანდელი დღე უქმედ არის გამოცხადებული. საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ძირითადი ღონისძიებები ჰანოვერში ჩატარდება, ისევე, როგორც ბერლინში, სადაც ბრანდენბურგის ჭიშკართან სამდღიანი ფესტივალი გაიმართება. 1990 წლის 3 ოქტომბერს, 45 წლიანი დანაწევრების შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთს შეუერთდა და გერმანია ისევ ერთიანი სახელმწიფო გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გერმანიის გაერთიანებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს ბერლინის კედელი დაინგრა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ცივი ომი, რომლის პირობებშიც 1987 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბერლინის გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს კედლის დანგრევისკენ მოუწოდა. "გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!" - განაცხადა რონალდ რეიგანმა. 1990 წლის 31 აგვისტოს ხელი მოეწერა გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების გაერთიანების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები