ახალი ამბები
თეა წულუკიანი - იუსტიციის სამინისტრო უცხოელებს საბუთების მოწესრიგების საშუალებას მისცემს
იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად გამოძებნის გამოსავალს ყველა იმ უცხოელისთვის, რომელმაც ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე არ ისარგებლა იმ ხუთთვიანი პერიოდით, რომელიც მათ საბუთების მოსაწესრიგებლად მივეცით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესაძლო შემსუბუქების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მისცემს საშუალებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ ყველა საბუთი მოაწესრიგონ, რათა გააგრძელონ საქმიანობა საქართველოში. "იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად გამოძებნის გამოსავალს ყველა იმ უცხოელისთვის, რომელმაც არ ისარგებლა იმ ხუთთვიანი პერიოდით, რომელიც მათ მარტიდან სექტემბრამდე მივეცით, რომ მოეწესრიგებინათ თავიანთი საბუთები. როგორც ჩანს, ისინი ზედაპირულად მოეკიდნენ ამ საკითხს, ან არ ეცალათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დამატებით დროს მივცემთ მათ ყველა საბუთის მოსაწესრიგებლად, რათა ვინც მუშაობს საქართველოში, გააგრძელოს მუშაობა, ვინც სწავლობს საქართველოში, გააგრძელოს სწავლა და არ ჰქონდეთ არავითარი შფოთვის საგანი, რომ ისინი დროულად ვერ მიიღებენ საბუთს. იუსტიციის სახლში არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომ უცხოელები ურიგოდ მიიღოს და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გაეწიოთ კონსულტაცია", - აღნიშნა თეა წლუკიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.