ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ
თბილისის მერიის ფოიეში ნიკა მელია, ირაკლი აბესაძე და ხათუნა ბერძენიშვილი იმყოფებიან. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სხდომა საჯაროა ნებისმიერი მოქალაქისთვის და დასწრებაზე უარის თქმა არ შეიძლება. "მერიაში იმყოფება საკრებულოს წევრი, მე, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ვარ, ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წევრები. ჩვენ გვაქვს სრული უფლება დავესწროთ თბილისის მთავრობის სხდომას და მოვითხოვოთ ახსნა-განმარტებები თუ რატომ ხდება მერიის თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება", - განაცხადა მელიამ. ნიკა მელიამ ისნის გამგებელს ვახტანგ ქიზიყურაშვილს მიმართა, რომელიც მერიის ფოეიში იმყოფებოდა, რომ კანონით მინიჭებული მათი უფლება არ დაერღვიათ. ისნის რაიონის გამგებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაპირდა, რომ გაარკვევდა შესაძლებელი იყო თუ არა მთავრობის სხდომაზე მათი დასწრება და შეატყობინებდა. დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთში იწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.