საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს. როგორც თავად მიხეილ გორბაჩოვმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ბოლო კვირის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, 2011 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მას ასევე დიაბეტის რთული ფორმა აქვს, რის გამოც გასულ წელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985-1991 წლებში იყო. სწორედ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში დასრულდა "ცივი ომი". 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები