ახალი ამბები
შოტლანდია-საქართველო 1:0 - მარცხი "აიბროქსზე"
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიასთან სტუმრად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. შოტლანდიელებმა ქართველი ფეხბურთელის, აკაკი ხუბუტიას 28-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. საქართველომ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ლობჟანიძე, ხუბუტია, კვერკველია, კვირკველია (ოქრიაშვილი), დაუშვილი, გრიგალავა, ყაზაიშვილი (ჭანტურია), კანკავა, გელაშვილი, პაპავა (ძარია). შემდეგ შეხვედრას თემურ ქეცბაიას გუნდი გიბრალტართან, 14 ოქტომბერს გამართავს. ამ დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 თამაშში 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოს წინა ადგილზეა. ამავე ჯგუფში ირლანდიამ გიბრალტარს 7:0 სძლია, პოლონეთი გერმანია კი ერთმანეთს დღეს, 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან. ამასთან, ირლანდიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი გუნდი შოტლანდიასთან და გიბრალტართან დადებით შედეგს ვერ აჩვენებდა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.